ნეიმარის გარეშე - უეფამ 2018 წლის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა

AutoSharing Option
უეფამ 2018 წლის სიმბოლური ნაკრები წარმოადგინა.

სიმბოლური ნაკრები გულშემატკივრების გამოკითხვით დადგინდა, რომელიც უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობდა.

აღსანიშნავია, რომ სიმბოლურის მიღმა პსჟ-ს ვარსკვლავი ნეიმარი აღმოჩნდა.

სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:

მეკარე: მარ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა)

მცველები: მარსელო, რაფაელ ვარანი, სერხიო რამოდი (ყველა რეალი), ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული)

ნახევარმცველები: ნგოლო კანტე, ედენ აზარი (ორივე ჩელსი), ლუკა მოდრიჩი (რეალი)

თავდამსხმელები: კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი), ლიონელ მესი (ბარსელონა), კილიან მბაპე (პსჟ)