აზარი - მესისთან ფოტოზე: ორი უდიდესი ფეხბურთელი? - საუკეთესო მესია

AutoSharing Option
"ჩელსის" ნახევარმცველმა ედენ აზარმა "ბარსელონას" თავდამსხმელ ლეო მესიზე გამოთქვა მოსაზრება.

მას მესისთან გადაღებულ სურათზე სთხოვეს კომენტარის გაკეთება.

"ორი უდიდესი ფეხბურთელი? საუკეთესო შეიძლება მხოლოდ ერთი იყოს და ეს მესია.

ჩემი უფროსი ვაჟიშვილი მესის დიდი ფანია, ჩვენს პატარა ოჯახში ყველანი მისი თაყვანისმცემლები ვართ. ლეო განსაკუთრებული ფეხბურთელია.

ჩემს შვილებთან ერთად სისტემატურად ვუყურებ დიდი ფეხბურთელების თამაშს - მესი, რონალდო, ნეიმარი".

ასევე დაგაინტერესებთ