თურქ ფანებს უკრაინელი ფეხბურთელის "რიზესპორში" გადასვლა მისი მეუღლის გამო უფრო გაუხარდათ

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ 30 წლის ნახევარმცველი ნიკოლაი მოროზიუკი კიევის "დინამოდან" "რიზესპორში" გადავიდა და უკრაინული პრესის ცნობით, ამ ტრანსფერმა თურქული გუნდის ფანები გაახარა და კიდევ უფრო გაახარა იმან, რომ მისი მეუღლე ირინა იქაური ფეხბურთელების მეუღლეებში ყველაზე გამორჩეული იქნება.

ირინას უყვარს შილიფად ჩაცმა, სურათების გადაღება და მათი ინსტაგრამზე გამომზეურება. ეს უკვე იციან რიზელმა გულშემატკივრებმა და იმედი აქვთ, რომ სტადიონზე ირინას გამოჩენის გამო დასწრება გაიზრდება.

არაა გამორიცხული, "რიზესპორის" მთავარი ვარსკვლავი ნიკოლაი კი არა, არამედ ირინა გახდეს.