გიორგი ჩაკვეტაძეს "გენტში" ახალი კონკურენტი ეყოლება

AutoSharing Option
"სენტ ტრუიდენის" უკრაინელი ნახევარმცველი რომან ბეზუსი მალე "გენტში" გადაბარგდება, რომლის ღირსებასაც ქართველი ლეგიონერები გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია იცავენ.

ბელგიური Het Nieuwsblad-ი იუწყება, რომ "გენტმა" ფეხბურთელში 1 მილიონი ევრო შესთავაზა, "სენტ ტრუიდენმა" მეტი მოითხოვა და საბოლოოდ კლუბები 1.2 მილიონზე შეთანხმდნენ.

ტრანსფერი ამ დღეებში გაფორმდება.

ბეზუსმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 20 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

28 წლის ბეზუსს უკრაინის ნაკრებში 19 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.

"გენტში" ორი უკრაინელი თამაშობს: რომან იარემჩუკი და იგორ პლასტუნი.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ვერ დასვამენ პირიქით ჩაკვეტაძესთან განშორება მოუწევთ და აქედანვე იწყებენ ზრუნვას პოზიციის შესავსებად.
კახა
08:15 23-01-2019
1
დასვამენ და ეგაა სათადარიგო სკამზე, ჩაკვეტაძეს
Torpedo
03:00 23-01-2019
41

სიახლეები პოპულარული