გიორგი ჩაკვეტაძეს "გენტში" ახალი კონკურენტი ეყოლება

AutoSharing Option
"სენტ ტრუიდენის" უკრაინელი ნახევარმცველი რომან ბეზუსი მალე "გენტში" გადაბარგდება, რომლის ღირსებასაც ქართველი ლეგიონერები გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია იცავენ.

ბელგიური Het Nieuwsblad-ი იუწყება, რომ "გენტმა" ფეხბურთელში 1 მილიონი ევრო შესთავაზა, "სენტ ტრუიდენმა" მეტი მოითხოვა და საბოლოოდ კლუბები 1.2 მილიონზე შეთანხმდნენ.

ტრანსფერი ამ დღეებში გაფორმდება.

ბეზუსმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 20 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

28 წლის ბეზუსს უკრაინის ნაკრებში 19 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.

"გენტში" ორი უკრაინელი თამაშობს: რომან იარემჩუკი და იგორ პლასტუნი.

მკითხველის კომენტარები / 5 /
სტავროპოლის დინამოსაც სურს
ტატო
17:09 23-01-2019
0
ჩაკვეტაძე იქ სქამზე დასასმელად კი არა ფულად სარგებლისთვის უნდათ ,ასე რომ ზაფხულის ტრანსფერამდე როგორმე რომ გუნდში დარჩეს ამიტომ ქნეს ის რომ 4-5 მატჩი დაასვენეს,ასე რომ არაკეთილ მოსურნეებო დაოკდიით...
ბაჩო
13:11 23-01-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული