"სენტ ტრუიდენის" უკრაინელი ნახევარმცველი რომან ბეზუსი მალე "გენტში" გადაბარგდება, რომლის ღირსებასაც ქართველი ლეგიონერები გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია იცავენ.
ბელგიური Het Nieuwsblad-ი იუწყება, რომ "გენტმა" ფეხბურთელში 1 მილიონი ევრო შესთავაზა, "სენტ ტრუიდენმა" მეტი მოითხოვა და საბოლოოდ კლუბები 1.2 მილიონზე შეთანხმდნენ.
ტრანსფერი ამ დღეებში გაფორმდება.
ბეზუსმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 20 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
28 წლის ბეზუსს უკრაინის ნაკრებში 19 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.
"გენტში" ორი უკრაინელი თამაშობს: რომან იარემჩუკი და იგორ პლასტუნი.