გიორგი ჯიქია: მირეკავდნენ საქართველოს ნაკრებიდან, მაგრამ მე არჩევანი გავაკეთე და არ ვნანობ

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების და მოსკოვის "სპარტაკის" მცველმა გიორგი ჯიქიამ Youtube-ის არხ Commandos-თან საქართველოზე ისაუბრა და ახსნა, რატომ აირჩია რუსეთის ნაკრები.

"ეროვნული ნაკრების არჩევასთან დაკავშირებით პრობლემა იყო. ამ დროს პერმის "ამკარის" ფეხბურთელი ვიყავი და სტანისლავ ჩერჩესოვმა ამხანაგური მატჩებისთვის გამომიძახა, ამ შეხვედრებში მონაწილეობის მიუხედავად, რუსეთის ნაკრების წევრად მაინც არ ვითვლებოდი. შემდეგ იყო საუბრები, მირეკავდნენ საქართველოს ნაკრებიდან, მაგრამ მე არჩევანი გავაკეთე და არც ვნანობ.

კონსულტაცია მშობლებთანაც არ გამივლია, თუმცა ისინი მხარს მიჭერენ. მე აქ დავიბადე, გავიზარდე, წარმატებას მივაღწიე და კმაყოფილი ვარ რაც მოხდა. იმედი
მაქვს, სწორი არჩევანი გავაკეთე." - განაცხადა გიორგი ჯიქიამ.

25 წლის მცველს რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში 13 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

altგიორგი ჯიქია: ჯანო ანანიძე რუსეთში საუკეთესო ათიანია - მის ოთახში შესახლების უფლებას არავის არ მივცემ

მკითხველის კომენტარები / 9 /
ჟურნალისტებო, ამ გადაჯიშებულზე თუ ამიერიდან ისევ დაწეროთ და მაშინ თქვენ იყოთ პუტინის მონები
patrioti
16:47 31-01-2019
8
სადც ვშობილვარ,გავზრდილვარ....ჩემი სამშობლო,ის არი.გიორგის სამშობლო,რუსეთია
ამას ამბობდა ქართველი,სპარსეთში გადახვეწილი,რაც უმდა მტანჯონ,მაწამონ,მაინც ვიქნები ქართველი.ესენი კი, გიორგის მშობლები უნდა ყოფილიყვნენ.
გიორგის საყვედურს ვერაფერზე ვეტყვი,აი მის მშობლებზე კი კარგის თქმა,ძალიან გამიჭირდება.მათ უცხო ქვეყანას გაუზარდეს შვილი,საკუთარი სამშობლო კი,დაივიწყეს.გიორგი ჯიქიას ყოველნაირ წარმატებას ვუსურვებ,მაგრამ ღმერთსა ვთხოვ,ისე გაძლიერდეს ჩვენი ნაკრები,რომ მას, თავისი არჩევანი,სანანებელი გაუხდეს.
სოსო
18:01 31-01-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული