ვასილი უტკინი: რუსეთი პოსტსაბჭოთა საფეხბურთო მეტროპოლიაა - აქ თამაშობს საქართველოს საუკეთესო მცველი საბა კვირკველია

AutoSharing Option
ცნობილმა ჟურნალისტმა ვასილი უტკინმა რუსეთში ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების ფეხბურთელების თამაშზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.

"როგორც ადრე ვთქვი, მე მომწონს, რომ რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში თავისთავად მონოპოლია ხდება.

უკრაინა ადრე გაღარიბდა. სხვა ქვეყნები მრავალფეროვანი პრობლემების გამო მაინც რუსეთზე არიან ორიენტირებულნი. არა გამონაკლისის სახით, მაგრამ ბუნებრივად.

დღეს რუსეთში თამაშობს საქართველოს საუკეთესო მცველი და შესაძლოა, საუკეთესო ფეხბურთელი საბა კვირკველია, მოვიდა რაკიცკი, რუსეთის გავლით წავიდა ოდილ ახმედოვი, ახლა აქ შომორუდოვია, სელიუკი კი ვიღაც სახელოვანს პიარს უკეთებს...

"ენისეიში" რაკიცკის ტრანსფერიდან 3 დღეში ჩამოვიდა უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების
არაუკანასკნელი ფეხბურთელი დანჩენკო. რაღაც არ ისმის წყევლა. მართლა, რატომ უნდა დავივიწყოთ ზინჩენკოს მიერ პრაქტიკის "უფაში" გავლა?

ეს ბიზნესია. ეს ბიჭების კარიერაა. ეს კარგი წესრიგია. თითოეული შვიდ ჩამოფასებულ იუგოსლავს სჯობს.

ეს საფეხბურთო სივრცეში მეტროპოლიის მდგომარეობაა, რომელიც რუსეთს მუქთად ერგო, როგორც ყოველთვის. შესაძლოა, ამჯერად განკარგვა გამოგვივიდეს.

ახლა კიდევ შარაპენკო ჩამოვა. თუ "კრასნოდარში" არა, "რუბინში". ცხოვრება სჯობს განავალპოლიტიკას", - წერს უტკინი სოციალურ ქსელში.

შენიშვნა: ხშირად უტკინი წერს სლენგებითა და ქვეტექსტებით და ზოგს არასწორი თარგმანი ჰგონია.


მკითხველის კომენტარები / 5 /
ვინც არ იცის ინფორმაციისთვის:უტკინი კარგი ტიპია, იშვიასთი გამონაკლისი და ქართველ რუსეთუმეებსა თუ იქაურ პუტინ-მედვედევებში ნუ აურევთ.
saba
00:11 03-02-2019
3
ცხოვრება სჯობს განავალპოლუტიკასო ისე წერს ეს უბედური რუსი, გეგონება მაგათი ქვეყნის განავალპოლიტიკა უკრაინელების ან ქართველების ბრალი იყოს...თავის განავალ რუსეთს მიხედონ და ყველას თავი დაგვანებონ.
ნგ
18:59 02-02-2019
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული