მეჰდი ბენატია: მინდა ჩემი შვილები ისლამურ ატმოსფეროში გაიზარდონ, ამიტომ წამოვედი ევროპიდან

AutoSharing Option
მეჰდი ბენატიას, რომელიც რამდენიმე კვირის წინ "იუვენტუსიდან" ყატარულ "ალ დუჰაილში" გადაბარგდა, იმედი აქვს, რომ მაროკოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელები და გულშემატკივრები გაიგებენ, რატომ დატოვა ევროპა.

"დოჰაში გადაბარგების შემდეგ მოროკოელი სპორტის გულშემატკივრებისგან კრიტიკა მივიღე, მაგრამ მინდა, რომ ჩემს გადაწყვეტილებას ყველამ პატივი სცეს, რადგან ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის საუკეთესო იყო. მინდა, რომ ჩემი შვილები ისლამურ ატმოსფეროში გაიზარდონ. შემეძლო გაერთიანებული საემიროების ან საუდის არაბეთის კლუბში გადავსულიყავი, მაგრამ "ალ დუჰაილი" ავირჩიე. აქ ბევრი მაროკოელია, რომლებიც ეროვნულ ნაკრებშიც თამაშობენ. თუ გადაწყვეტენ, რომ მ
აროკოს რიგებში თამაშს არ ვიმსახურებ, ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ." - განაცხადა მეჰდი ბენატიამ.

31 წლის მცველს ეროვნულ გუნდში 55 შეხვედრა აქვს ჩატარებული, რუსეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე კი საკუთარ ნაკრებს კაპიტნობდა კიდეც.

alt"იუვენტუსმა" მეჰდი ბენატია ყატარში გაუშვა