ემილიანო სალას გარდაცვალება დადასტურდა - ოჯახის წევრებმა მისი ცხედარი ამოიცნეს

AutoSharing Option
არგენტინელი თავდამსხმელი ემილიანო სალა ლა მანშის სრუტეში თვითმფრინავის ჩავარდნის შედეგად ოფიციალურად გამოაცხადეს გარდაცვლილად.

დორსეტის საგრაფოს პოლიციამ იუწყა, რომ კუნძულ გერნსისთან 67 მეტრის სიღრმეზე ჩავარდნილი თვითმფრინავიდან ამოტანილი სხეული სალასია.

სალა 19 იანვარს "კარდიფმა" "ნანტისგან" 20 მილიონ ევროდ შეიძინა, რაც უელსური კლუბის სატრანსფერო რეკორდია. მან კონტრაქტს ხელი მოაწერა და საფრანგეთში ერთმოტორიანი თვითმფრინავით PA 46 Malibu-თი მეგობრებთან დასამშვიდობებლად ჩავიდა, უკან დაბრუნებისას კი საფრენი აპარატი დაიკარგა.

პოლიციამ ძებნა 22 იანვარს დაიწყო და 2 დღეში შეწყვიტა. სალას ნათესავებმა თანხა შეაგროვეს და 3 თებერვალს ძებნა განაახლეს.
თვითმფრინავი აღმოაჩინეს, მასში მხოლოდ ერთი სხეული იყო, მაგრამ ძლიერი წყალქვეშა დინების გამო გამოტანას რამდენიმე დღე მოუნდნენ.

დღეს კი დადასტურდა, რომ სხეული 28 წლის ფეხბურთელისაა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული