ტრაგედია ბრაზილიაში: "ფლამენგოს" ბაზაზე გაჩენილ ხანძარს 10 ფეხბურთელის სიცოცხლე შეეწირა

AutoSharing Option
ერთ-ერთი უდიდესი ბრაზილიური კლუბის, "ფლამენგოს" საწვრთნელ ცენტრში ხანძარი გაჩნდა, რომელსაც 10 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა - ამის შესახებ BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.

ცეცხლი ბრაზილიის დროით 05:10 საათზე გაჩნდა და მის ჩაქრობას 2 საათი მოანდომეს.

ჯერჯერობით გარდაცვლილთა იდენტიფიცირება არ მომხდარა, თუმცა ამ დროს ბაზაზე იმ 14-დან 17 წლამდე ფეხბურთელებს ეძინათ, რომლებიც "ფლამენგოს" ბაზაზე ცხოვრობენ.

ბრაზილიური გრანდის ბაზას რეაბილიტაცია 2 თვის წინ ჩაუტარდა.