პეპ გვარდიოლა: "რეალი" უკანასკნელი ათწლეულის საუკეთესო გუნდი არაა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მენეჯერმა პეპ გვარდიოლამ ახსნა, თუ რატომ არ თვლის "რეალს" უკანასკნელი ათწლეულის საუკეთესო გუნდად.

"რეალმა" ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო, ამ ტურნირის ფავორიტია, მაგრამ უკანასკნელი ათწლეულის საუკეთესო გუნდი არაა.

დავთვალოთ მოგებული ჩემპიონატები, თასები და ა.შ. "იუვენტუსმა", "ბარსელონამ" და "ბაიერნმა" ჩემპიონატი ექვსჯერ თუ შვიდჯერ მოიგეს, "რეალმა" კი - ორჯერ.

იმედია, სოლარი მიხვდა, რასაც ვამბობ. დარწმუნებული ვარ, ისინი ჩემი პასუხით კმაყოფილები დარჩებიან", - განაცხადა კატალონიელმა.

სანტიაგო სოლარიმ მოკლედ უპასუხა:"რეალი" გასული საუკუნის საუკეთესო გუნდია".

ასევე დაგაინტერესებთ