რონალდოს წასვლის შემდეგ, "რეალს" ჰაერივით სჭირდება მაღალი დონის თავდამსხმელი და გუნდის გაძლიერების საუკეთესო ვარიანტად "იუვენტუსის" თავდამსხმელის პაულო დიბალას დამატება მიაჩნია.
თუმცა, რა თქმა უნდა, დიბალას ასე ადვილად "იუვე" არ შეელევა, 120 მილიონ ევროდ აფასებს, ბლანკოსის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი კი ბოლო წლების განმავლობაში ტრანსფერებში დიდი ფულის გადახდას რბილად რომ ვთქვათ ერიდება.
"დონ ბალონის" ცნობით, პერესმა გადაწყიტა მცველი მარსელო და ნახევარმცველი ისკო შესთავაზოს დიბალას სანაცვლოდ და ზედ 20 მილიონიც დაუმატოს.