მარიო ბალოტელიმ "მარსელში" ისევ გაიტანა გოლი - ის "ნიცაში" საბოტაჟს ეწეოდა

AutoSharing Option
თავდამსხმელი მარიო ბალოტელი "მარსელს" გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

მისმა ახალმა გუნდმა 24-ე ტურში სტუმრად "დიჟონს" 2:1 სძლია, თავად კი შეუცვლელად ითამაშა და გოლიც გაიტანა.

სუპერმარიომ "მარსელში" ჩატარებულ პირველ შეხვედრაში, "ლილთანაც" დალაშქრა მეტოქის კარი.

ბალოტელის ზაფხულში უნდოდა "მარსელში" გადასვლა, მაგრამ "ნიცამ" არ გაუშვა და პირველ წრეში გოლი საერთოდ არ გაუტანია. ეგ კი არა, ცუდად ვარჯიშობდა და ძირითად შემადგენლობაში არ აყენებდნენ.

მოკლედ, მარიო მთლად ისეთი მიამიტიც არაა, ზოგიერთს რომ ჰგონია.

"მარსელი" 37 ქულით მე-5 ადგილზეა და შემდეგ ტურში "ამიენს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
საბოტაჟს არა მაროკოულ გაშკას
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული