"ბარსელონა" ლუკა იოვიჩს კონტრაქტზე მოურიგდა

AutoSharing Option
Frankfurter Allgemeine Zeitung-ის ცნობით, "ბარსელონა" "აინტრახტის" თავდამსხმელს ლუკა იოვიჩს ხელშეკრულების პირობებზე მოურიგდა.

იოვიჩი ფრანკფურტულ გუნდში "ბენფიკადანაა" განათხოვრებული და "აინტრახტმა" უკვე განაცხადა, რომ ზაფხულში მის კონტრაქტს გამოისყიდის. ასე რომ, "ბარსას" ტრანსფერზე მოლაპარაკება გერმანულ კლუბთან მოუწევს.

ამ სეზონში იოვიჩმა 27 მატჩში 19 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Transfermarkt-ის მონაცემებით მისი ღირებულება 40 მილიონი ევროა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული