France Football-მა ისტორიაში საუკეთესო ათი კლუბი დაასახელა: მათ შორისაა პსჟ და "სიტი"

AutoSharing Option
გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემამ, France Football-მა 12 თებერვლის ნომერში გამოაქვეყნა მსოფლიო ისტორიის 10 საუკეთესო კლუბი, რომელთა შორისაც ისეთი კლუბები მოხვდა, როგორებიცაა: პსჟ, "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი".

რეიტინგი სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით შედგა, მათ შორის - ტიტულების, "ოქროს ბურთების" რაოდენობის, სატელევიზიო  და სოციალური ქსელების აუდიტორიის, გულშემატკივართა დასწრების, შემოსავლის, გუნდის ფეხბურთელების ფასისა და კლუბის ისტორიული მნიშვნელობის მიხედვით.

სიას მადრიდის "რეალი" ლიდერობს. მეორე "ბარსელონაა", მესამე პოზიციაზე კი "მანჩესტერ იუნაიტედია".

მსოფლიო ისტორიაში 10 საუკეთესო კლუბი France Football-ის ვერსიით:
  1. მადრიდის რეალი - 184 ქულა
  2. ბარსელონა - 177
  3. მანჩესტერ იუნაიტედი - 151
  4. მიუნხენის ბაიერნი - 135
  5. ლივერპული - 120
  6. იუვენტუსი - 107
  7. პსჟ - 94
  8. ჩელსი - 91
  9. მანჩესტერ სიტი - 89
  10. არსენალი - 88
მკითხველის კომენტარები / 21 /
მილანიიი???ძალინ მიკერძოებულია ხოლმე ფრანც-ფუტბოლი. ყოველთვის საკუთარ ,,ვითომ განსხვავებულ აზრს,, აფიქსირებს, ეს პირველი შემთხვევა არ არის. მარტო მილანის მიღწევები და ტიტულები ეყოფა მთელს ფრანგულ ფეხბურთს....
Hitemup
12:25 12-02-2019
1
მილანზე,აიაქსზე,ინტერზე,სევილიაზე წინ,პსჟ?სასაცილოა.ჯერ საუკეთესო ფეხბურთელი,ახლა საუკეთესო კლუბი...ფრანს ფუტბოლის შემდეგ სისულელეს მოუთმენლად დაველოდები.
სოსო
11:40 12-02-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული