ჟოზე მოურინიო ყველგან სარგებელს ნახულობს - სამუშაოდ რუსეთში გადაბარგდება

AutoSharing Option
პორტუგალიელი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ვეღარაა წარმატებული, "ჩელსიდანაც" დაითხოვეს და "მანჩესტერიდანაც", მაგრამ ფინანსურად არაფერიც არ წაუგია. პირიქითაც შეიძლება ითქვას. ორივე კლუბისგან კონტრაქტის გაწყვეტისთვის გვარიანი კომპენსაცია მიიღო, ახლა კი დროებით უმუშევარია და სერიოზული კლუბისგან ელის წინადადებას.

იქამდე კი ჟოზე რუსეთში "შეიქცევს" თავს. ის რუსეთის ტელეარხ Russia Today-ზე იმუშავებს.

პორტუგალიელ სპეციალისტს ტელეარხმა სეზონის ბოლომდე გაუფორმა ხელშეკრულება და ჩემპიონთა ლიგის მატჩების მიმომხილველი იქნება გადაცემაში On the touchline with Jose Mourinho.

გასულ წელს ის მსოფლიოს ჩემპიონატზე ამ არხზე მუშაობდა და 5 დღეში 2 მილიონიც მიიღო.

რამდენიმე დღის წინ მოურინიომ ჰოკეიში რუსეთის ჩემპიონატის მატჩის დაწყებისას შაიბა სიმბოლურად ჩააგდო, წაიქცა და კინაღამ ტრავმა მიიღო.