კიდევ ერთი ვარსკვლავი - ნანიმ ევროპა დატოვა და კარიერას MLS-ში აგრძელებს

AutoSharing Option
"სპორტინგის" აწ უკვე ყოფილი მოთამაშე ლუიშ ნანი კარიერას MLS-ის კლუბ "ორლანდოში" გააგრძელებს - ამის შესახებ ამერიკული კლუბის ვებგვერდი იუწყება.

პორტუგალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში პრემიერლიგის ჩემპიონი ოთხჯერ გახდა, სხვადსახვა დროს კი "ფენერბახჩეს", "ლაციოს" და "ვალენსიას" ღირსებას იცავდა.

ნანიმ მიმდინარე სეზონში პორტუგალიის ჩემპიონატში 18 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

altოჯახი, რთული პერიოდი - MLS-ის გვერდმა გურამ კაშიას და მის ტატუებს სიუჟეტი მიუძღვნა [VIDEO]

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული