მსაჯი გაყინული თმითა და წარბებით - MLS-ის ისტორიაში ყველაზე ცივი მატჩი გაიმართა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 მარტს, აშშ-ში MLS-ის ახალი სეზონი დაიწყო. პირველი ტურის მატჩში "კოლორადომ" "პორტლენდი" მიიღო და შეხვედრა ფრედ, 3:3 დასრულდა.

უხვგოლიანობის გარდა, მატჩი იმით გახდა საინტერესო, რომ თამაშის მიმდინარეობისას დიდი თოვლი მოვიდა.

Facebook-ზე გავრცელდა ფოტო, სადაც მატჩის მთავარი არბიტრი დრიუ ფიშერია გამოსახული. მას წარბები და თმა აქვს გაყინული.

"პორტლენდის" ვებგვერდმა შეხვედრას "MLS-ის ისტორიაში ყველაზე ცივი მატჩი" უწოდა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული