RMC. "რეალი" ზინედინ ზიდანის მწვრთნელად დანიშვნას 21:00 საათზე გამოაცხადებს

AutoSharing Option
ზინედინ ზიდანი "რეალს" დღეს ჩაიბარებს. ამის შესახებ Get French Football News-ი  RMC-ზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის მტკიცებით, სანტიაგო სოლარის გადაყენებას და ზიდანის დანიშვნას "რეალი" თბილისის დროით 21:00 საათზე გამოაცხადებს.

ზიდანი გუნდის პირველ ვარჯიშს ხვალ ჩაატარებს.

ზიდანი ბლანკოსს 2016-2018 წლებში ედგა სათავეში და მისი ხელმძღვანელობით სამჯერ ზედიზედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

"რეალი" ჩემპიონთა ლიგიდან და ესპანეთის თასიდან გამოვარდა, ლა ლიგაზე კი მესამე ადგილზეა და ლიდერ "ბარსელონას" 12 ქულით ჩამორჩება.

პრიმერას შემდეგ მატჩში "რეალი" 16 მარტს "სელტას" უმასპინძლებს.