ფლორენტინო პერესი და ზინედინ ზიდანი - რონალდოს შესაძლო დაბრუნებაზე

AutoSharing Option
"რეალში" ზინედინ ზიდანის პრეზენტაციაზე კლუბის პრეზიდენტს ფლორენტინო პერესსა და ზიდანს თავდამსხმელ რონალდოს გუნდში შესაძლო დაბრუნებაზე დაუსვეს კითხვები.

აი, რა უპასუხეს მათ.

"შეძლებს თუ არა ზიდანი დაარწმუნოს რონალდო უკან დაბრუნდეს? კრიშტიანო იქაა, სადაც არის, მას ყველაფერი კარგად აქვს", - განაცხადა პერესმა.

"ამ საკითხზე ახლა საუბარი არ ღირს. წინ 11 მატჩი გვაქვს და ვნახოთ, შემდეგ რა მოხდება. რონალდო "რეალის" ისტორიის ნაწილია, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.

ვინ შეიძლება მის შემცვლელად შევიძინოთ? ტრანსფერებზე ჯერ არ მიფიქრია. მთავარია, მე დავბრუნდი. ფეხბურთელების ყიდვის დროც მოვა", - აღნიშნა
ზიდანმა.