დიეგო მარადონას მიმართ პატივისცემა მის მშობლიურ კლუბში საკმაოდ უცნაური ფორმით გამოხატეს [PHOTO]

AutoSharing Option
დიეგო მარადონას მშობლიურმა კლუბმა "არხენტინოს ხუნიორსმა" საკუთარ სტადიონზე ლეგენდარული არგენტინელის პატივსაცემად გიგანტური გასაბერი გვირაბი დააყენა.

არგენტინის ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩის წინ "არხენტინოს ხუნიორსის" და "ველეს სარსფილდის" ფეხბურთელები მოედანზე სწორედ ამ გვირაბის გავლით მოხვდნენ.

Sportall.Ge

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ "არხენტინოს ხუნიორსის" ღირსებას მარადონა 1976-1981 წლებში იცავდა და მის რიგებში 166 მატჩში 116 გოლი გაიტანა.

ამჟამად დიეგო მექსიკური "დორადოსის" მთავარ მწვრთნელად მუშაობს და ბელორუსში, ბრესტის "დინამოში" ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობასაც იკავებს.

ასევე დაგაინტერესებთ