მარადონა: არგენტინელები მესით ვამაყობთ, მაგრამ რონალდო მხეცია

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა დიეგო მარადონამ რონალდოს "ატლეტიკოსთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩში შესრულებულ ჰეთ-თრიკზე გააკეთა კომენტარი.

"არიან ფეხბურთელები, რომელთაც თითქოს ჯადოსნური ჯოხით შეეხნენ.

ეს მართალია, ჩვენ, არგენტინელები ვამაყობთ, რომ მესი არგენტინის ნაკრებში თამაშობს და არა ესპანეთის ნაკრებში.

თუმცა, რონალდო მხეცია. მხეცი, ახლა კი ჯადოქარი: თქვა, სამ გოლს გავიტანო და მართლა გაიტანა.

რონალდოს განსაკუთრებული ნახტომი აქვს. სამი გოლიდან ორი თავით გაიტანა", - ციტირებს მარადონას "მარკა".