გმირის ამბავი, რომელსაც 5 ტყვია მოხვდა და ბარსელონა-ლიონის მატჩს დაესწრო [VIDEO]

AutoSharing Option
13 მარტს "კამპ ნოუზე" "ბარსელონა"-"ლიონის" მატჩს 92 346 ადამიანი დაესწრო, მათ შორის კი იყო ერთი გმირი, რომელმაც ასეთი სანახაობა სრულად დაიმსახურა.

"ლიონისა" და "ბარსელონას" წყვილში საპასუხო მატჩის წინ არაფერი იყო გარკვეული და ფრანგების შემთხვევითი გოლიც კი კატალონიელებს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა, თუმცა ეს არ მოხდა იმიტომ, რომ "ბარსელონას" საქომაგოდ აშშ-დან ნამდვილი სუპერმენი - ანტონი ბორჟესი ჩამოვიდა და ასეთ დღეს მისი საყვარელი გუნდის მარცხი უბრალოდ შეუძლებელი იყო.

2018 წლის 14 თებერვალს ფლორიდის შტატის ერთ-ერთ სკოლაში 19 წლის ნიკოლას კრუზი შეიჭრა და საათნახევრის
განმავლობაში 17 ადამიანი ჩაცხრილა. მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა, რომ არა 16 წლის ანტონი ბორჟესი.

როდესაც სკოლაში სროლა ატყდა, ბორჟესმა საკუთარი თავი და კიდევ 20 თანაკლასელი ერთ-ერთ საკლასო ოთახში ჩაკეტა. ის კართან დადგა, რათა მსროლელი ოთახში არ შემოსულიყო და ხუთი ტყვია მიიღო: ზურგში, ფეხებსა და ხელებში. ანტონის არც ერთი თანაკლასელი არ დაშავებულა, მან კი ხანგრძლივი მკურნალობა დაიწყო.

Sportall.Ge

2019 წელს ჟურნალისტმა სანტიაგო სეგუროლამ დაწერა, რომ ანტონი რამდენიმე წლის წინ აშშ-ის ქალაქ ლოდერჰილში "ბარსელონას" აკადემიაში სწავლობდა და ბავშვობიდან კატალონიურ გუნდს გულშემატკივრობდა. კლუბის წარმომადგენლები ანტონის მშობლებს დაუკავშირდნენ და დახმარება შესთავაზეს.

"ბარსელონამ" მისი მკურნალობისთვის გასხნილ ფონდში 500 000 ევრო გადარიცხა და თანხის შეგროვების პროექტს შესაბამისი მხარდაჭერა გამოუთქვა. მსოფლიო მედიაში ამ ამბის გაშუქების შემდეგ მკურნალობისთვის საჭირო თანხა ძალიან მალე შეგროვდა. კატალონიელთა ფეხბურთელებმა ანტონის კლუბის ხელმოწერილი მაისური გაუგზავნეს და მკურნალობის დასრულების შემდეგ "კამპ ნოუზე" დაპატიჟეს.

"რომ არა მისი თავდადება, მსხვერპლთა რიცხვი გაცილებით დიდი იქნებოდა", - განაცხადეს კლუბში.

მიმდინარე წლის მარტში ანტონი ბორჟესის ოცნება ახდა - ის მშობლებთან ერთად ბარსელონაში ჩავიდა და ზღაპარი საკუთარი თვალით ნახა. ლეო მესიმ 2 გოლს 2 საგოლე გადაცემა მიამატა; ლუის სუარესმა, შესაძლოა, სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ფინტი გააკეთა; ბრწყინავდა ფილიპე კოუტინიოც კი, რომელიც კრიტიკის ქარცეცხლში ბოლო დროს ხშირად ხვდება. მატჩის შემდეგ "ბარსელონამ" ანტონის საკლუბო მუზეუმი აჩვენა, უახლოეს დღეებში კი ის სავარჯიშო ბაზაზე ფეხბურთელებსაც შეხვდება.


ერთი წლის წინ ანტონი ბორჟესმა ხუთი ტყვია მიიღო, რომელთაგან თითოეული, შესაძლოა, მისთვის სასიკვდილო ყოფილიყო. "კამპ ნოუზე" კი მან ნახა ხუთი გოლი, რომელთაგან თითოეულმა მას ახალი დაუვიწყარი ემოციები აჩუქა. ალბათ, ამ ბიჭმა ზღაპრის ახდენა მსოფლიოში ყველაზე მეტად დაიმსახურა.

მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
ყველა ნორმალური, ბარსას გულშემატკივარია.
!!!!!!!!
18:37 15-03-2019
0
ეს არის ნამდვილი ვაჟკაცობა, კლასელების გადასარჩენათ თავს წირავდა.
beso
17:23 15-03-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული