კაპელო: რონალდომ საკუთარი თავი ჩემპიონად აქცია, მაგრამ არა გენიოსად

AutoSharing Option
ყოფილმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ "იუვენტუსის" ფორვარდის, კრიშტიანო რონალდოსა და "ბარსელონას" კაპიტნის, ლიონელ მესის თამაში შეაფასა.

"რონალდო გამორჩეული ფეხბურთელია, მესი კი გენიოსია. ფეხბურთში სამი გენიოსი არსებობს: პელე, მარადონა და მესი. რონალდო ძალიან ძლიერია, ვინაიდან გუნდს ყველაფრის მოგებაში ეხმარება, მაგრამ მესი გენიოსია.

როდესაც მესი პირველად დავინახე, ის 16 წლის იყო და მისმა თამაშმა გამაოცა. ის აკეთებდა ყველაფერს, რასაც ახლა აკეთებს, ოღონდ 20 წლით უფრო ახალგაზრდა იყო, იმიტომ, რომ გენიოსად დაიბადა.

რონალდომ საკუთარი თავი ჩემპიონად აქცია, მაგრამ არა გენიოსად", - განაცხადა კაპელომ.

მომზადებულია Sky Sport Italia-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 13 /
სტატისტიკით თითქოს ორივეს მსგავსი მიღწევები აქვს და რთულია გადაწყვიტო რომელია უფრო მაგარი. ემოციების და გემოვნების საკითხი ხდება, მაგრამ არსებობს სხვა სასუალება ამის დასადგენად: მესის ხშირად ადარებენ მარადონას და ძალიან ბევრი დიეგოს და პელეს გვერდით აყენებს თავისი გენიალური ტალანტიდან გამომდინარე. კრისტიანო რონლდო დიდია მაგრამ ჯერ არ მსმენია ვინმე ცნობილ ექსპერტს აზრად მოსვლოდეს მისი მარადონას და პელეს დონეზე დაყენება
რატომ ჯობია მესი რონალდოს?
06:29 23-05-2019
0
ეტყობა მსოფლიო ჩემპიონატებზე და ჩ.ლ-ზე ნესის გენიოსობა სახლში რჩება ხოლმე.არიფებთან მართლა გენიოსია.
ვა რა დონეა
17:45 15-03-2019
10
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული