თავდამსხმელი ლუის სუარესი ხშირად ტრავმირებულია, თან უკვე 32 წლისაა და "ბარსელონამ" მისი შემცვლელის ძებნა დაიწყო.
AS-ის ცნობით, "ბარსა" "აინტრახტის" ფორვარდის, ლუკა იოვიჩის შეძენასთან ძალიან ახლოსაა.
გასულ კვირაში ერიკ აბიდალი მილანში სერბი ფეხბურთელის აგენტს შეხვდა და შეთანხმებას მიაღწიეს.
ეს სიამოვნება კატალონიურ კლუბს 60 მილიონი ევრო დაუჯდება.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" "ატლეტიკოს" თავდამსხმელ ანტუან გრიზმანთან აწარმოებს მოლაპარაკებას.