კოლუმბიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ნარკოტიკების გადატანისთვის დააპატიმრეს

AutoSharing Option
კოლუმბიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჯონ ვიაფარა აშშ-ს შეტყობინების შემდეგ დააკავეს.

კოლუმბიის მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ტეხასის შტატის პროკურორები ვიაფარას დამნაშავედ მიიჩნევენ - ის დაკავშირებული იყო კარტელთან, რომელსაც 10 წლის განმავლობაში კოკაინის დიდი პარტიები გემებით წყნარი ოკეანიდან ცენტრალურ ამერიკასა და აშშ-ში გადაჰქონდა.

40 წლის ვიაფარა სამშაბათს ქალაქ კალიში ოთხ პირთან ერთად საავტომობილო ავარიის შემდეგ დააპატიმრეს. პოლიცია აცხადებს, რომ ვიაფარა არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ავტომობილით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა.

ვიაფარა კოლუმბიურ გუნდებში, კოლუმბიის ნაკრებში, "პორტსმუთში", "საუთჰემპტონსა" და "სოსიედადში" თამაშობდა. მან ფეხბურთელის კარიერა 2015
წელს დაასრულა.

ტეგები: