კარისკენ დარტყმები 54:6 და მარცხი 0:1 - ასეთი რამ ჯერ არ გინახავთ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 მარტს ბოლივიაში შესაძლოა, 2019 წლის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მატჩი გაიმართა.

"კოპა სუდამერიკანას" ("ევროპა ლიგის" სამხრეთამერიკული ანალოგი) 1/32-ფინალში ერთმანეთს ბოლივიური "ნასიონალ პოტოსი" და ვენესუელური "სულია" ხვდებოდნენ.

ხშირად, როდესაც დამარცხებული გუნდი ამბობს, რომ მეტოქეს სჯობდა და დიდ უპირატესობასაც ფლობდა, ეს ღიმილს იწვევს, თუმცა ამ შემთხვევაში საქმე სულ სხვაგვარად არის.

წარმოგიდგენთ მატჩის სტატისტიკურ მონაცემებს:

ნასიონალი-სულია 0:1
კარისკენ დარტყმები 54:6
კარში დარტყმები 15:2
ძელი/ხარიხა 3:0
ბურთის ფლობა 79:21 (%)
პასების სიზუსტე 90:47 (%)
კუთხურები 13:0

აღსანიშნავია, რომ მატჩის წინ ბუკმეკერული კომპანიები "სულიას" შანსებს 25,00-იანი კოეფიციენტით აფასებდნენ.

მთელი მატჩის
განმავლობაში "სულია" ბურთსაც კი ვერ ათამაშებდა, რაზეც პასების დაბალი სიზუსტე (47%) მეტყველებს. კარში მხოლოდ ორჯერ დაარტყა, 92-ე წუთზე კი მოულოდნელად კონტრშეტევა გოლით დააგვირგვინა.

"სულიას" გამარჯვება კიდევ უფრო გასაკვირი იმიტომ გახდა, რომ გადაფრენა, გადასხდომები და ავტობუსით მგზავრობა საერთო ჯამში 24 საათი გაგრძელდა. საქმე ისაა, რომ არაერთი ბოლივიური გუნდის სტადიონი მაღალმთიან რაიონებში მდებარეობს, სადაც ჟანგბადის უკმარისობის გამო მეტოქე გუნდების ფეხბურთელების შესაძლებლობები საგრძნობლად მცირდება.

"პოტოსის" სტადიონი ზღვის დონიდან 3900 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მასზე მაღლა მსოფლიოში მხოლოდ სამი სტადიონია განლაგებული - ორი ბოლივიაში და ერთი პერუში.

მომზადებულია sports.ru-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
რა დაახლოებით ასეთი სტატისტიკა სხვა თამაშს ხო არ უყურე მაშინ? :D 0-0 თამაში იყო და ბოლოს მოვიგეთ რაღაც გერევა შენ
geo
21 მარტი 2019 17:31
0
დიზლაიკის დამწერთ მინდა მივმართო-სჯობს ითქვას მწარე სიმართლე,სიცრუეში ცხოვრებას.-პატარკაციშვილის დინამოც ხომ ალალად მოხვდა ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.:) სიმართლის დაჯერება ჟიუტად არ გინდათ ბატონებო.გრძნობებს და ემოციებს აყოლილი თავს იშტ...ბთ.
გიოშა
23 მარტი 2019 15:56
0
დაახლოებით ასეთი სტატისტიკა ჰქონდა საქართველო-ხორვატიას მატჩს თბილისში და თამაშის 90-ე წუთზე გავიტანეთ და მოვიგეთ, ფეხბურთში ყველაფერი ხდება. თუმცა უსინდისობაც არ არის გამორიცხული.
გიზოგ
21 მარტი 2019 17:04
6
უსინდისობაში ალბათ გულისხმობთ საქართველო-ხორვატიის მატჩსაც ლამაზი გათამაშებული კომბინაციით ბებიჩი-სააკაშვილი-კობიაშვილის დამაგვირგვინებელ დარტყმას,გოლს,გამარჯვებას და უზომო სიხარულს.
გიოშა
21 მარტი 2019 18:48
4
Me davcere 80 cutze livze 2 iani 40 qonda. 2 larshi :))
Gio
21 მარტი 2019 14:05
0

სიახლეები პოპულარული