"ჩელსი" გონსალო იგუაინს არ დაიტოვებს

AutoSharing Option
არგენტინელი თავდამსხმელი გონსალო იგუაინი ზაფხულში "იუვენტუსში" დაბრუნდება.

"მარკას" ცნობით, "ჩელსი" იგუაინთან საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელებას არ აპირებს.

ეს იმითაა გამოწვეული, რომ 31 წლის ფორვარდმა "არისტოკრატების" იმედები ვერ გაამართლა - 10 მატჩში მხოლოდ 3 გოლი გაიტანა.

სავარაუდოდ "იუვე" მას მომავალ სეზონში სხვა გუნდში გაანათხოვრებს.

ამ სეზონის პირველ წრეში ის იჯარით "მილანში" თამაშობდა, მაგრამ ვერც იქ ვერ გამოიჩინა თავი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული