არგენტინის ნაკრების მწვრთნელი: იკარდის ავუხსენი, რატომ არ ვიძახებდი

AutoSharing Option
ფოტო: ESPN.com

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ ვენესუელასთან ამხანაგური მატჩის წინ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და მაურო იკარდის გარშემო შექმნილ სიტუაციაზეც ისაუბრა.

"შემადგენლობის გამოცხადებამდე მე მაუროს ველაპარაკე და ავუხსენი, რატომ არ ვიძახებდი მას. არგენტინის ნაკრები შეშფოთებულია იმით, რაც იკარდის გარშემო "ინტერში" ხდება.

"კოპა ამერიკის" დაწყებამდე ჩვენ ყველაფერს ავწონ-დავწონით, შევაფასებთ მიმდინარე მოვლენებს და გადავწყვეტთ, გამოვიძახოთ თუ არა მაურო. ყველასათვის ცხადია, რომ არსებული სიტუაცია ჩვენ არ გვაკმაყოფილებს", - განაცხადა სკალონიმ.

არგენტინის ნაკრების თავკაცი ნაკრებში ლიონელ მესის დაბრუნებასაც გამოეხმაურა.

"ძალიან მიხარია მესის დაბრუნება.
მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა მწვრთნელი ვარ, მაქვს შესაძლებლობა, მესისთან ერთად ვიმუშაო. მე ვაგრძელებ სწავლას და ზრდას - ასე იყო, როდესაც ფეხბურთელი ვიყავი, ასეა ახლაც, მწვრთნელის თანამდებობაზე.

გუნდმა მასთან საერთო ენა უნდა გამონახოს და მისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოიყენოს.  არგენტინის ნაკრები ინიციატივას უნდა ფლობდეს - ამისკენ ვისწრაფვით.

გვყავს ძალიან კარგი ნახევარმცველები. ფლანგებზეც ისეთი მოთამაშეები გვყავს, ვისაც მეტოქისთვის საფრთხის შექმნა შეუძლიათ. ყველაზე მთავარია, რომ მატჩის სცენარს ჩვენ ვკარნახობდეთ", - განაცხადა ლიონელ სკალონიმ.

მისივე თქმით, ვენესუელასთან მატჩში არგენტინელების სასტარტო შემადგენლობა შემდეგი იქნება:
ფრანკო არმანი - გონსალო მონტიელი, გაბრიელ მერკადო, ხუან ფოიტი, ლისანდრო მარტინესი - გიოვანი ლო ჩელსო, ლეანდრო პარედესი, ნიკოლას ტალიაფიკო - ლიონელ მესი, ლაუტარო მარტინესი, გონსალო მარტინესი.

შეგახსენებთ, რომ არგენტინისა და ვენესუელის ნაკრებების ამხანაგური მატჩი 22 მარტს, 23:55 საათზე, მადრიდში გაიმართება.

მომზადებულია twitter.com/Argentina-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლეო, კეთილი იყოს შენი დაბრუნება ნაკრებში! შემთხვევით არაფერი ხდება, აუცილებლად წარმატებას მიაღწევ. გვჯერა შენი ფეხბურთის გენიოსო.
ნონა
15:22 22-03-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული