ზინედინ ზიდანმა ედენ აზარი "რეალში" გადასვლაზე დაითანხმა

AutoSharing Option
"მეტროს" ცნობით, "რეალის" მწვრთნელი ზინედინ ზიდანი "ჩელსის" ნახევარმცველ ედენ აზარს ესაუბრა.

გამოცემის მტკიცებით, ზიდანმა 28 წლის აზარი ზაფხულში მის გუნდში გადასვლაზე დაითანხმა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "რეალი" მზადაა ამ ტრანსფერში 82 მილიონი ევრო გადაიხადოს, "ჩელსი" კი 115 მილიონს ითხოვს.

"ჩელსიმ" აზარი 2012 წელს "ლილისგან" 35 მილიონად შეიძინა. მან მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის 29 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული