ლიონელ მესი მაროკოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი მაროკოსთან ამხანაგურ მატჩში ვერ მიიღებს მონაწილეობას.

არგენტინის ნაკრების პრესსამსახურმა განაცხადა, რომ "ბარსელონას" ლიდერს ტრავმა აწუხებს. გარდა ამისა მაროკოსთან მატჩს მილანის "ინტერის" თავდამსხმელი გონსალო მარტინესი გამოტოვებს.

22 მარტს მესიმ ვენესუელასთან ამხანაგურ მატჩში (1:3) მიიღო მონაწილეობა. ეს შეხვედრა მესისთვის პირველი გამოდმა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ.

მესი ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში 256-დღიანი პაუზის შემდეგ გავიდა.

არგენტინისა და მაროკოს შორის ამხანაგური მატჩი 26 მარტს გაიმართება.