"გენტის" უკრაინელი ფეხბურთელი: რუსეთში არავითარ შემთხვევაში არ ვითამაშებ

AutoSharing Option
"გენტისა" და უკრაინის ნაკრების ნახევარმცველმა რომან ბეზუსმა განაცხადა, რომ რუსეთში არასოდეს არ ითამაშებს.

"დნიპროში" ნორმალური ხელფასი მქონდა, "სენტ ტრუიდენში" ხუთჯერ ნაკლები, "გენტში" ორჯერ ნაკლები მაქვს.

შეიძლებოდა "ვორსკლაში" დავბრუნებულიყავი. ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, კლუბის ხელმძღვანელობა ცოტა სხვანაირად რომ მოქცეულიყო.

შესაძლოა, კლუბის ფინანსური მდგომარეობა იყო პრობლემა. ამიტომ არ დავბრუნდი.

რატომ არ გამოიძახეს რაკიცკი უკრაინის ნაკრებში? ეს გადაწყვეტილება მე არ მიმიღია, მწვრთნელმა ასე ჩათვალა საჭიროდ. რუსეთში სათამაშოდ არ წავალ. არანაირი ფულის სანაცვლოდ", - ციტირებს ბეზუსს FootballHub-ი.
მკითხველის კომენტარები / 5 /
სამწუხაროდ ძალიან ცოტაა ჩვენს ქვეყანაში მისნაირი პატრიოტი სპორტსმენები და ჩვენი ხელისუფლება საერთოდ ქვეყნის მოღალატეა
ვახო
10:36 31-03-2019
1
სპორტი, ხელოვნება და ა.შ. შეგვიძლია პოლიტიკას გავუმიჯნოთ, მაგრამ მართალია ეს კაცი... იმ ქვეყნის სახელით გარჯა, რომელი ქვეყანაც შენი მტერია, არ მიმაჩნია მართებულად.ჯანოსა და საბას დიდი პატივისცემის მიუხედავად
Homeros
19:47 29-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული