გონსალო იგუაინმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
"ჩელსის" თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა განაცხადა, რომ არგენტინის ნაკრებში აღარ ითამაშებს.

31 წლის ფეხბურთელმა ეს იმით ახსნა, რომ უნდა მეტი დრო დაუთმოს ოჯახს.

ალბისელესტეში პიპიტას დებიუტი 2009 წელს შედგა, მას შემდეგ 6 დიდ ტურნირში, მათ შორის მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა, სადაც ფინალში გერმანიასთან 0:1 წააგეს.

2015 და 2016 წლებში იგუაინმა ამერიკის თასზე ვერცხლის მედლები მოიგო.

ეროვნულ გუნდში მან 75 მატჩში 35 გოლი გაიტანა.

"იუვენტუსმა" გონსალო პირველ წრეში "მილანში" გაანათხოვრა, მეორეში "ჩელსიში" და უკან მის დაბრუნებას არ გეგმავს.