გიორგი მელქაძეს "სპარტაკში" 250-ათასევროიანი ხელფასი არ აწყობს

AutoSharing Option
21 წლის ნახევარმცველი გიორგი მელქაძე "სპარტაკს" კონტრაქტის გაგრძელებაზე ვერ შეუთანხმდა.

"სპარტაკმა" მელქაძეს სეზონურ გასამრჯელოდ 250 ათასი ევრო შესთავაზა, მაგრამ ფეხბურთელს ანაზღაურება ეცოტავა.

მელქაძის აგენტმა ვალერიუს მიჟიგურსკისმა განაცხადა, რომ მისი კლიენტისთვის გაცილებით მაღალი ხელფასის შეთავაზებას ელოდნენ, რადგან ამ გუნდის აღზრდილია, სხვაგან გადასვლა არ უნდა, მაგრამ თუ მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს, აბარგება მოუწევს, მით უმეტეს არაერთი შეთავაზება აქვს.

მელქაძეს "სპარტაკთან" ხელშეკრულება 2019 წლის ზაფხულში ეწურება და თავისუფალი აგენტი გახდება.

გასულ სეზონში ის "სპარტაკის" დუბლებში თამაშობდა, ამ სეზონში კი პირველ გუნდში რუსეთის პრემიერლიგაზე 3
მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი არაფრით არ გამოუჩენია.

გიორგი მოსკოვში დაბადებულია, რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრია და თავს რუს ქართველად მიიჩნევს.

2017 წლის ოქტომბერში მელქაძე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში მიიწვიეს, მაგრამ გიორგი ყიფიანის გუნდში თამაშზე უარი განაცხადა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ან რაში გვაინტერესებს მისი კარიერა?
tazo
10:45 02-04-2019
2
ჩვენ ნაკრებს მელქაძე კი არა ათი მელქაძე ვერ უშველის ასე რომ აზრი არ აქ აქ კომენტარების წერას ისე კი მართლა რუსული ფეხბურთი რო გვისწრებს ამაში ეჭვი გეპარებათ?
soso
10:28 02-04-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული