რონალდინიოს 14 წლის შვილმა "კრუზეიროსთან" გააფორმა კონტრაქტი

AutoSharing Option
"კრუზეიროში" "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელის რონალდინიოს შვილი ჩაირიცხა.

14 წლის ფორვარდმა ჟოაო მენდესმა ამ ბრაზილიურ კლუბთან 6-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

ფეხბურთელმა წარმატებით გაიარა სინჯები და კლუბის ხელმძღვანელობა მისი გუნდში აყვანის აუცილებლობაში დაარწმუნა.

თავად რონალდინიო ბრაზილიაში "გრემიოში", "ფლამენგოში", "ატლეტიკო მინეიროში" და "ფლუმინენსეში" თამაშობდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული