რუმინეთში ლაინსმენმა ლაინსმენს ხელი მოედანზე სთხოვა

AutoSharing Option
რუმინეთის მეოთხე ლიგის ჩემპიონატზე, "ორადიასა" და "დიოსიგის" მატჩისას, გვერდითმა მსაჯმა მარიუშ მატიჩამ მეორე ლაინსმენს, გორგი დუმეს ხელი სთხოვა.

"გამომყვები ცოლად?" - ჰკითხა ორივე გუნდის ფეხბურთელებისა და მაყურებლების აპლოდისმენტების თანხლებით მარიუშმა და დასანიშნი ბეჭედი გაუწოდა. "დიახ, მთელი გულით", - უპასუხა გორგიმ და ცრემლები ვერ შეიკავა.

მარიუში 22 წლისაა, გორგი - 21 წლის და პირველად იმსაჯეს ერთად.

"ერთმანეთი ერთ-ერთი თამაშისას გავიცანით. ის 9 წელი მძლეოსნობაზე დადიოდა და სპრინტერული ტაქტიკის დახვეწაში დახმარება ვთხოვე. მას შემდეგ განუყრელნი ვართ", - თქვა მარიუშმა.

altტაივანის დამარცხების შემდეგ

საქართველოს ნაკრების ჰოკეისტმა საცოლეს ხელი სთხოვა [VIDEO]

altემოციური კადრები - ქართველმა მორაგბემ ლელოს დადების შემდეგ შეყვარებულს ხელი სთხოვა

altსაქართველო-რუსეთის მატჩის დროს ბიჭმა გოგონას ხელი სთხოვა [VIDEO]

altლეონარდომ პირდაპირ ეთერში "ბარსელონაზე" საუბრის ნაცვლად ტელეწამყვანს ხელი სთხოვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული