ჟოზე მოურინიო: როდესაც საკუთარი თავის კონტროლს შევძლებ, მოურინიო აღარ ვიქნები

AutoSharing Option
პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ თავის მოტივაციასა და ემოციურობაზე ისაუბრა.

"კითხვა, როგორ უნდა მოახდინო საკუთარი თავის მოტივირება, როდესაც ყველაფერს მიაღწიე, მე არ უნდა დამისვათ. სიამოვნებას მუშაობისგან ვიღებ.

როგორ შევიკავო თავი? გაგებაში არა ვარ. ცდებით, თუ მიგაჩნიათ, რომ წლების განმავლობაში თავის კონტროლი ვისწავლე. მეტსაც გეტყვით, თუ ისეთი დღე დადგება, როდესაც საკუთარი თავის კონტროლს შევძლებ, მოურინიო აღარ ვიქნები. მაშინ პროფესიას თავი უნდა დავანებო.

56 წლის ვარ და დამშვიდებას არ ვაპირებ. იმედია, 10 წლის შემდეგაც იმავეს გეტყვით".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული