უკრაინელი ფეხბურთელი: იმდენი ხანი ვიცხოვრეთ სსრკ-ში, რომ საბჭოური მენტალიტეტისგან გათავისუფლება არარეალურია

AutoSharing Option
ბუდაპეშტის მტკ-ს 29 წლის უკრაინელმა მეკარემ არტემ კიჩაკმა თქვა, რომ უკრაინელების საბჭოთა მენტალიტეტისგან გათავისუფლება არარაელურია.

"უნგრელები? ესენი უფრო მადიარები არიან, ვიდრე ევროპელები. ჩვენ არ გვგვანან. შეუძლიათ პირში გაგიცინონ და როდესაც შებრუნდები, შეგაფურთხონ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ 90-იან წლებში "გაიჭედნენ".

ჩვენ ეს პერიოდი გავიარეთ. იგრძნობა, რომ ევროპისკენ მივილტვით. თუმცა, იმდენი ხანი ვიცხოვრეთ სსრკ-ში, რომ საბჭოური მენტალიტეტისგან გათავისუფლება არარეალურია.

რუსეთში არასოდეს არ ვითამაშებ, რადგან ჩვენს ქვეყანას ეომება, აგრესორია", - ციტირებს კიჩაკს ua-football.com-ი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული