რუსეთის ჩემპიონატში ლენინის გამოსახულებიანი მაისურებით ითამაშებენ

AutoSharing Option
დღეს, 22 აპრილს, რუსეთის პირველი ლიგის მატჩში "ვოლგასა" და "ჩელიაბინსკის" ფეხბურთელები მსოფლიოს პროლეტარიატის დიადი ბელადის, ვლადიმირ ლენინის გამოსახულებიანი მაისურებით ითამაშებენ.

ასე აღნიშნავენ ეს გუნდები ლენინის დაბადების დღეს, რომელიც 149 წლის წინ მოევლინა სამყაროს და როგორც რუსეთში ამბობენ, ყველა ცოცხალზე უფრო ცოცხალია.

მაისურაზე ვლადიმირ ილიჩი მეკარის ფორმაშია გამოსახული.

ულიანოვსკის "ვოლგას" საიტი იტყობინება, რომ მატჩის შემდეგ მაისურები აუქციონზე გაიყიდება და შემოსული თანხა საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რუსებს არაფერი ეშველებათ.ვითომ კაპიტალიზმია მათთან უკვე 25 წელზე მეტია,მაგრამ ლენინს და კომუნისტურ ატრიბუტებს ვერ ელევიან.ტვინის გადანერგვა სჭირდება ყველა რუსს და ეგებ იმპერიალიზმ-შოვინიზმიც დაავიწყდეთ.
status quo
10:11 23-04-2019
3
მარადიული სიბნელეა ამათ ტვინში! შედით თამაშის წინ მავზოლეომში და მისი მძორი მოილოცეთ, არ დაგავიწყდეთ
:))))
19:48 22-04-2019
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული