"ბარსელონას" ექსმწვრთნელი ლეო მესის არგენტინის ნაკრებში თამაშზე: თანაგუნდელების გარეშე ლებრონ ჯეიმსიც ვერ ვარგობს

AutoSharing Option
"რეალისა" და "ბარსელონას" მწვრთნელის ყოფილმა თანაშემწემ, არგენტინელმა ანხელ კაპამ არგენტინის ნაკრების წარუმატებლობის ფონზე "ბარსას" თავდამსხმელი ლეო მესი "ლეიკერსის" ფორვარდს, ლებრონ ჯეიმსს შეადარა.

"მესი "ბარსელონას" სკოლას მიეკუთვნება. იქ მისთვის თამაში ადვილია, უფრო ბუნებრივ გარემოშია.

მაგალითად, ლებრონ ჯეიმსმა NBA-ს 9 ფინალში იასპარეზა და მხოლოდ 3 მოიგო, ახლა კი პლეი-ოფშიც ვერ მოხვდა. კალათბურთის გუნდში მხოლოდ 5 ადამიანია და ხელებით თამაშობენ. ასე რომ, კარგი გუნდი ლებრონ ჯეიმსსაც სჭირდება.

თუ არ არის კარგი გუნდი ან გამართულად ვერ თამაშობს, ძალიან ძნელია შედეგის მიღწევა. მესი მაგიურია, მაგრამ
ვერაფერს გახდება, თუ ამისათვის გუნდი მომართული არაა.

წარუმატებლობის მიუხედავად, ლეო არ ნებდება. ბოლომდე ეცდება. კრიტიკას ვერ ასცდება. ჟურნალისტები კრიტიკოსები არიან. ისინი ამით ქულებს გამოიმუშავებენ, მათ უფრო ხშირად უსმენენ. თუმცა, საბოლოოდ უაზრობას ლაპარაკობენ.

არ მინდა მესი მარადონას, პელეს, კრუიფს და დი სტეფანოს შევადარო. ისინი დიადები არიან. მესის თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა. მესი და რონალდო უბრალოდ შეუდარებელნი არიან. რონალდო შესანიშნავი ბომბარდირია, მძლავრი, მესი კი უფრო სრულყოფილია", - ციტირებს კაპას "კლარინი".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული