"აიაქსმა" გატანილი გოლებით ჰოლანდიაში რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
23 აპრილს, "აიაქსმა" ჰოლანდიის ჩემპიონატის 32-ე ტურში "ვიტესი" 4:2 დაამარცხა და რეკორდი დაამყარა.

ამსტერდამულმა გუნდმა 160 გოლი გაიტანა და 1980/81 წლების სეზონში "ალკმაარის" მიერ დამყარებული 158-გოლიანი რეკორდი დაამხო.

"აიაქსი" ქვეყნის პირველობაზე 80 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან პსვ-ს 3 ქულით უსწრებს, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

"აიაქსმა" ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 32 გოლი გაიტანა და ევროტურნირებზე თავისი საკლუბო რეკორდი დაამყარა.

ერიკ ტენ ჰაგის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება. შეხვედრები 30 აპრილს და 8 მაისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული