ბოლო შეტევა, ბოლო ჩაწოდება და... - წლის ფოტო რუმინეთიდან [VIDEO]

AutoSharing Option
ბუქარესტის "სტიაუა" "ვიტროლულს" რუმინეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში სტუმრად ეთამაშებოდა.

გამარჯვების შემთხვევაში, სტუმრები საჩემპიონო რბოლაში დარჩებოდნენ, მაგრამ ანგარიში 1:1 იყო, მიდიოდა ბოლო შეტევა, ბოლო ჩაწოდება და შედეგად წლის ფოტო მივიღეთ.

"სტიაუას" 4 ფეხბურთელს რამდენიმე სანტიმეტრი დააკლდა გოლის გატანამდე და მათი სახეები ფოტოს ხელოვნების ნიმუშად აქცევს.

"სტიაუას" კონკურენტმა "კლუჟმა" იმავე ტურში 1:0 დაამარცხა "სეპსი" და ბუქარესტულ კლუბს 5 ქულით გაუსწრო.

მომზადებულია sports-ის მიხედვით