კრიშტიანო რონალდომ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილი შეიძინა [PHOTO]

AutoSharing Option
"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, "იუვენტუსის" თავდამსხმელმა რონალდომ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილი შეიძინა.

გამოცემის მტკიცებით, Bugatti-ს La Voiture Noire-ის მოდელში რონალდომ 11 მილიონი ევრო გადაიხადა.

ამ მანქანის ძრავას 1 500 ცხენის ძალა აქვს და ავტომობილს 420 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია.

თუმცა ფეხბურთელი მანქანას მხოლოდ 2021 წელს ჩაიბარებს, რადგან მხოლოდ იმ დროისთვის იქნება მზად.

ეს Bugatti-ს La Voiture Noire-ის მანქანის ერთადერთი ეგზემპლარი იქნება.

Sportall.Ge

ასევე დაგაინტერესებთ