"აიაქსმა" თასის ფინალში "ვილემი" გაანადგურა - რას უზამს "ტოტენჰემს"?

AutoSharing Option
5 მაისს, "აიაქსმა" ჰოლანდიის თასის ფინალში 4:0 დაამარცხა "ვილემი".

დუბლი თავდამსხმელმა ჰუნტელარმა შეასრულა.

"აიაქსი" მეცხრამეტედ გახდა ნიდერლანდების თასის მფლობელი, რაც ამ ქვეყნის რეკორდია.

როტერდამი. "ფეიენოორდი"
აიაქსი - ვილემი 4:0
გოლები: 1:0 ბლინდი (38), 2:0 ჰუნტელარი (39), 3:0 ჰუნტელარი (67), 4:0 კრისტენსენი (76)

აიაქსი: ონანა, კრისტენსენი, დე ლიგტი, ბლინდი, ტალიაფიკო, მაზრაუი, ვან დე ბეკი, დე იონგი (შენე 79), ზიეხი (ნერესი 58), ჰუნტელარი, ტადიჩი (ლაბიარდი 73)

"აიაქსი" 8 მაისს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში "ტოტენჰემს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული