"რეალი" კილიან მბაპეს 280 მილიონად არ შეიძენს

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელი კილიან მბაპე ზაფხულში "რეალში" არ გადავა.

RMC-ის ცნობით, "სამეფო კლუბი" 20 წლის ფორვარდში 280 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს.

ამას გარდა, ბლანკოსს სურს, კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს "პარი სენ ჟერმენის" ყატარელ მფლობელთან, ნასერ ელ ჰელაიფთან.

თავად ფეხბურთელმაც განაცხადა, რომ მომავალ სეზონში გუნდს არ გამოიცვლის.

გამოცემის მტკიცებით, მბაპეს ტრანსფერი "რეალის" მწვრთნელ ზინედინ ზიდანისთვის პრიორიტეტული არ არის.

მიმდინარე სეზონში მბაპემ 41 მატჩში 36 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა, პსჟ-სთან კონტრაქტი კი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული