დიეგო კოშტა შეიძლება "ნაპოლიში" გადაბარგდეს

AutoSharing Option
თავდამსხმელმა დიეგო კოშტამ შესაძლია, კარიერა იტალიაში გააგრძელოს.

"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, "ნაპოლი" დიეგოს სამსახურით დაინტერესდა.

გუნდის მწვრთნელ კარლო ანჩელოტის - მისი შეძენა, კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს კი იჯარით აყვანა სურს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ატლეტიკოს" "ნაპოლის" ფორვარდის, ლორენცო ინსინიეს შეძენა უნდა და მზადაა, დიეგო კოშტა ტრანსფერში ჩართოს.

ის დისკვალიფიკაციის გამო ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს, სულ კი ლა ლიგის მიმდინარე გათამაშების 16 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული