"მანჩესტერ სიტი" ჟოაო ფელიშის შესაძენად გაბრიელ ჟეზუსის გაყიდვას შეეცდება

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტი" "ბენფიკას" 19 წლის თავდამსხმელის, ჟოაო ფელიშის სამსახურით დაინტერესდა.

პორტუგალიური A Bola-ს ცნობით, "სიტი" ფელიშის შესაძენად ფორვარდის, გაბრიელ ჟეზუსის გაყიდვას შეეცდება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ "ბენფიკა" ფელიშს 120 მილიონ ევროზე ნაკლებად ვერ შეელევა და სწორედ ესაა მისი კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფელიშის გადაბირებას "მანჩესტერიც" ცდილობს.

ფელიშმა პორტუგალიის მიმდინარე ჩემპიონატის 24 მატჩში 13 გოლი გაიტანა. რაც შეეხება 22 წლის ჟეზუსს, ამ სეზონში პრემიერლიგის 29 შეხვედრაში 7-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული