"რეალმა" აზარი გადაიბირა და ახლა ნეიმარის ჯერია - მისგან პირველი ნაბიჯის გადადგმას ელის

AutoSharing Option
"რეალი" მომავალ სეზონში სახეცვლილი და გაძლიერებული იქნება. ეს უეჭველია. მწვრთნელი ზინედინ ზიდანი გუნდს მნიშვნელოვნად გადაახალისებს. მეკარე კეილორ ნავასსა და თავდამსხმელ გარეთ ბეილს განუცხადეს, რომ ტრანსფერზე დააყენებენ.

უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბლანკოსი" "ჩელსის" ნახევარმცველ ედენ აზარს 100 მილიონ ევროდ შეიძენს, ახლა კი AS-ი ამტკიცებს, რომ კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი პსჟ-ის თავდამსხმელის, ნეიმარის ყიდვას აპირებს და ამისათვის უკან არაფერზე დაიხევს.

ეს კი არ მოხერხდება, თუ თავად ბრაზილიელმა არ მოინდომა. მას "პარი სენ ჟერმენთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და "რეალი" მისგან
პირველი ნაბიჯის გადადგმას ელის.

ნეიმარი პსჟ-ში თავს ბედნიერად გრძნობს და "სამეფო კლუბმა" მას დასაყოლიებლად რაღაც არაორდინარული უნდა შესთავაზოს, ეს "რაღაც არაორდინარული" კი ფეხბურთელისთვის (და მისი მამისთვის) იმაზე უფრო დიდი ფულია, რასაც ახლა იღებს.

დახარჯავს ამხელა ფულს პერესი?

მკითხველის კომენტარები / 3 /
უნიჭიერესია ნეიმარი, მაგრამ არაადეკვატური ფასი არ უნდა გადაიხადოს რეალმა. თუ ძვირიანი ფეხბურთელი უნდა, მაინც მპამპეს ავირჩევდი..
რეალის ფანი
13:43 14-05-2019
1
ძვიად, ნეიმარი თუ მეორედ გაყიდება, ნამდვილად ღირსი იქნება მაგ ღორის თავების.
ვოვა
13:14 14-05-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული