აურელიო დე ლაურენტისი: "იუვენტუსის" მწვრთნელი ალეგრი კი არა, რონალდოა

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა "იუვენტუსის" თავდამსხმელ რონალდოზე ისაუბრა.

"რონალდო ძალიან ძლიერია, მწვრთნელი ალეგრი შეცვალა. განა მწვრთნელი გუნდისთვის რონალდოზე მეტს გააკეთებდა? კრიშტიანო ნამდვილი მოტივატორია, ლიდერი.

მე ვნახე, როგორ მოქმედებდა ნაკრებში: სათადარიგოთა სკამიდან მწვრთნელზე მეტს ყვიროდა. გუნდი აანთო და გაიმარჯვეს.

ვნანობ თუ არა, რომ ვერ დავიმატეთ? ამას ვერ შევძლებდით. ყოველთვის მასწავლიდნენ, რომ ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში მემოქმედა", - განუცხადა დე ლაურენტისმა "კორიერე დელო სპორტს".